კორონავირუსის გამო, უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

3 აპრილამდე უკრაინაში დაიხურება სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალება მასობრივი შეკრებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, ხოლო სპორტული და კულტურული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე გაიმართება. ასევე, შეიზღუდება ავიამიმოსვლა რამდენიმე ქვეყანასთან.

დედაქალაქში აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები 60-ზე მეტი მონაწილით. უმაღლესი რადა კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი თემები