კორონავირუსის გამო, სოხუმი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, სოხუმი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს. შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება და 14 მარტს, 20:00 საათზე ამოქმედდება.

დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის აღებულ სინჯებს კვლევისთვის რუსეთში აგზავნიან, ხვალ კი ექსპრეს-ტესტები უკვე სოხუმშიც ექნებათ.

მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

მსგავსი თემები