კორონავირუსის გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ჟურნალისტებს გადაადგილება შეეზღუდებათ

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შსს ახალ ზომებს იღებს. ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტებს სასაზღვრო პუნქტებში გადაადგილება შეეზღუდებათ.

„გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მიღებულ ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

https://mcm.ge/%e1%83%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98/

მსგავსი თემები