კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა, ყველა კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, დაინფიცირებული ადამიანები იტალიაში სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდნენ.

“მეოთხე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების უმრავლესობა დადგენილია, ზოგიერთი კონტაქტი შეფასდა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა და მათგან აღებული იქნა შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშები და გაიტესტა ლუგარში. ყველა ეს კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან, ამ აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. 5 ადამიანი დღეს საღამოს იქნა მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ამ 5 პაციენტის კონტაქტების კვლევა და იდენტიფიცირება.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.

https://mcm.ge/საქართველოში-კორონავირ-3/

მსგავსი თემები