კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 საკარანტინო სივრციდანაა, 5 კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

“დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი თემები