კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმპორტირებულია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმპორტირებულია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტები სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, თუმცა ეზუგბაია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე ინფორმაციას არ ფლობს.

“951 იყო და ახლა არის 953 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია ორი პაციენტი. ამ ეტაპზე, მკურნალობს კოვიდცენტრებში 108 პაციენტი. ესენი კვლავ სატვირთო მანქანის მძღოლები არიან და ბოლო შემთხვევები სულ იმპორტირებულია, შიდა გავრცელება არის მინიმალური,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები