კორონავირუსის ახალი შემთხვევბი იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

საუბარია სატვირთო ავტომანქანის მძღოლებზე.

„ორივე დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, შემოტანილი შემთხვევებია ორივე“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 85 პროცენს გადააჭარბა.

მსგავსი თემები