კორონავირუსისგან მსოფლიოში 58 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

კორონავირუს – „კოვიდ-19“-ისგან მსოფლიო მასშტაბით 58 354 ადამიანი განიკურნა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 43 500 ადამიანი გამოჯანმრთელდა ჩინეთის ხუბეის პროვინციაში, 1 669 ირანში, 589 იტალიაში.

მსოფლიო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსით 105 558 ადამიანია ინფიცირებული. აქედან, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში 80 652, სამხრეთ კორეაში 7 041, იტალიაში 5 883, ირანში 5 823. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ს 3 555 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები