კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, შვიდით გაიზარდა

გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგრც მან აღნიშნა, აქედან 50 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია.

„როგორც იცით, გუშინ დილას საქართველოში იყო „კოვიდ-19“-ის 370 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გვაქვს 385. ასევე დაგვემატა გამოჯანმრთელებულებიც – შვიდი გამოჯანმრთელებული. ჯამში იყო 77 და გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებშიც ჩვენ უკვე გადავაცილეთ 100-ზე მეტ პაციენტს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები