კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი ბათუმის კლინიკას დღეს დატოვებს

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი კლინიკა “მედალფა”-ს დღეს დატოვებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პაციენტებმა პირველი ტესტი გუშინ გაიარეს და ვირუსზე პასუხი უარყოფითი იყო. დღეს მათ კვლევა განმეორებით ჩაუტარდათ და მეორე ტესტმაც იგივე შედეგი აჩვენა.

გამოჯანმრთელებული პაციენტები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.

მსგავსი თემები