კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, შესაძლოა, დღეს კიდევ რამდენიმე შეემატოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ  მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეემატება.

„ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაიცენტებს ალბათ დღის გამნავლობაში შეემატება კიდევ  რამდენიმე პაციენტი, დღეს ჩატარდება ტესტირება და შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 25 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 36.

მსგავსი თემები