„კორონავირუსით“ ცხოველები ინფიცირდებიან, რომელიც ადამიანებზე გადადის. ადრე,  გავრცელების წყარო კატები და აქლემები იყვნენ

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების წყარო ამ ეტაპზე დაუდგენელია, თუმცა, სავარაუდო მიზეზად გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა სახელდება, რომელზეც კვლევები მიმდინარეობს. რაც შეეხება „კორონავირუსის“ ადრე დაფიქსირებულ შემთხვევებს, მათი გავრცელების წყარო, სავარაუდოდ კატა და აქლემი იყო.

როგორც პედიატრმა თამარ  ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს არის ვირუსებს ის ჯგუფი, რომლითაც ცხოველები ინფიცირდებიან და შემდეგ ადამიანებზე გადადის.   
 

„კორონავირუსი“  ეს არის ვირუსების დიდი ჯგუფი, რომელიც ძალიან ხშირად აინფიცირებს ცხოველებს და არის რიგით მე-17 რომელიც ადამიანებში ვრცელდება. მანამდე ორი აფეთქება უკვე ახსოვს კაცობრიობას, ეს იყო 2002 წელს, რომელიც მაშინაც  ჩინეთიდან წამოვიდა და მას ერქვა „სარსი“. მისი გავრცელების სავარაუდო წყარო იყო კატები, რომელთაც ღამურებთან ჰქონდათ კონტაქტი. მეორე ინფექციას ერქვა „მერსი“ და ამ შემთხვევაში  წყარო იყო აქლემი. რაც შეეხება „ახალ „კორონავირუსს“, საბოლოო დადასტურებული არ არის, რა შეიძლება იყოს  წყარო. ბევრი ვერსია ვრცელდება. ეს ვარაუდები დაკავშირებულია იმ ზღვის პროდუქტების ბაზრობასთან, სადაც იყიდებოდა გარეული ცხოველები. მათ შორის, ორ გველზეცაა საუბარი, ერთ-ერთია ჩინური კობრა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დადასტურებული არ არის. ვირუსის გენომი გაშიფრულია სრულად და გამოქვეყნებულია გენების ბანკში“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები