კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი გამოჯანმრთელებული კლინიკა “მედალფას” დღეს დატოვებს

ბათუმში კლინიკა “მედალფას” დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული დატოვებს. ოთხივე პირი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში 177 პირი გამოიკვლიეს და ყველას პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, “მედალფაში” 33 პაციენტი რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მსგავსი თემები