კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც სხვა კლინიკაში მუშაობდნენ.

„ესენი არიან სტუდენტები, გვყავს ორი სტუდენტი, რომლებიც არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება, მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები