“კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვები გვყავს, მაგრამ ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა მათთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, ბავშვებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებია კორონავირუსით ინფიცირება და განსაკუთრებით, სიკვდილიანობა.

„თითქმის მილიონი შემთხვევიდან, არ მინდა, შემეშალოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, 10 დღის წინ ბავშვებში სიკვდილი დაფიქსირებული არ ყოფილა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პირველი 100 შემთხვევის ანალიზი, სადაც მოცემულია, თუ რამდენი შემთხვევა გვაქვს ბავშვთა ასაკში, რამდენი შემდეგ – 30-40 წლამდე, 50 წლამდე და ა.შ. უკაცრავად და, თქვენ ამ შემთხვევაში ცოტა გერევათ – სიკვდილიანობა არის ძირითადად უფრო ხანდაზმულ ასაკში. კი, გვყავს ბავშვები, მაგრამ ყველა შემთხვევა ბავშვებში მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები