“კორონავირუსით ინფიცირებულთა 35%-ს ყნოსვის დაქვეითება ან მისი სრულად დაკარგვა დაუფიქსირდა” – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი  მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებზე საუბრობს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხი სიმპტომია: ცხელება, ხველა და ზოგადი სისუსტე, ამას ემატება კუნთებისა და სახსრების ტკივილი. აქვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი სიმპტომი, ესაა ანოსმია ან ჰიპოსმია, ყნოსვის დაქვეითება.

მამუკა მაჩაიძეს მაგალითად ორგანიზაცია UKANT-ის კვლევა მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 35%-ში ყნოსვის დაქვეითება ან მისი სრულად დაკარგვა დაფიქსირდა.

ამასთან ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება, ხოლო საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები, 4-6 კვირა გაუგრძელდეთ.

მსგავსი თემები