“კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პრობლემური პაციენტიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა” – მარინა ეზუგბაია

„ჩვენს ცენტრში ოთხი მძიმე, პრობლემური პაციენტია, მათ შორის ორი განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია”, – ამის შესხებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ პროგნოზზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, კორონავირისზე ტესტი კიდევ 12 პაციენტს ჩაუტარდება და შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები