“კორონავირუსით“ დაინფიცირებული 103 წლის ქალბატონი გადარჩა

მსოფლიოს მასშტაბით, „ახალი კორონავირუსით“ დაიფიცრებული ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 103 წლისაა. მან ვირუსი გართულებების გარეშე დაამარცხა და სახლშიც დაბრუნდა.      

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ქალბატონი უჰანის პროვინციაში  ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის ექიმები აცხადებენ, დაინფიცირებულს მხოლოდ მსუბუქი პნევმონია ჰქონდა, რომელიც დროულად დაფიქსირდა და უპრობლემოდ გადაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს პანდემია გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მსგომარეობა საგანგაშოა.  

მსგავსი თემები