კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2 994 731-ს, აშშ-ში კი – 987 160-ს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 994 731-მდე გაიზარდა, დაღუპულია 206 990 და გამოჯანმრთელებულია 878 792 ადამიანი, – ამის შესახებ worldometers-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე სტატისტიკის თანახმად, პანდემიის ეპიცენტრში -აშშ-ში- კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 987 160-მდე გაიზარდა, დაღუპულია 55 413 და გამოჯანმრთელებულია 118 781 ადამიანი.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიციებულთა რაოდენობით კვლავ ესპანეთი ლიდერობს, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 226 629, დაღუპულთა რიცხვი კი 23 190-ია, ყველაზე მეტი – 26 644 – ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 197 675-ია, მესამე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც კორონავირუსის 162 100 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 22 856-ია.

მსგავსი თემები