კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები ორი ოჯახის წევრები არიან

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციით 24 პირია მოთავსებული. 2 ადამიანი გუშინ გვიან რამით შეიყვანეს.

8 მათგანის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით სტაბილურია, როგორც კლინიკაში აცხადებენ გაუმჯობესების დინამიკა შეინიშნება მე-9 ინფიცირებულის შემთხვევაშიც.

„24 პირიდან 9-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 8 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მე-9 პირის კი – უკეთესი. 4 ადამიანს დღეს აუღებენ ანალიზს, დანარჩენი 9 პირი კი ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაშია გადანაწილებული“, – აცხადებენ კლინიკაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 6 გუშინ დადასტურდა. 6-ვე პირი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. “

გავრცელებული ინფორმაციით,  დაინფიცირებულები არიან ორი ოჯახის წევრები, მათ შორის ერთი ოჯახიდან მამა-შვილი, მეორე ოჯახიდან კი 4 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ 44 წლის მამაკაცი, რომლის შვილსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდა, იტალიაში მეორე შვილთან ერთადაც იმყოფებოდა, თუმცა, მის შემთხვევაში ანალიზმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მსგავსი თემები