კორონავირუსით დაავადებული 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა

29 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსისგან 103 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჩინელი ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში, 29 იანვრის მონაცემებით, 7 711 ადამიანია დაავადებული. ინფექცია სულ მცირე 15 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ხოლო ვირუსმა იმსხვერპლა 170 ადამიანი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს კვლავ შეხვედრები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები