“კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა” – გიორგი გახარია

“კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება, იქნება ეს ფრენები თუ სხვა რამ.

„რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები