“კორონავირუსთან დაკავშირებით არის როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური რყევებიც” – დიმიტრი ხუნდაძე

ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაზრდას მთავრობის წარმომადგენლები აფასებენ. მათი თქმით, ფასების ზრდა, ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მთავრობა ყველანაირად შეეცდება, რომ ეს პროცესები მოსახლეობაზე ნაკლებად აისახოს. 

“კორონავირუსთან დაკავშირებით არის როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური რყევები, თუმცა ჩვენ შევეცდებით ეს პროცესები მოსახლეობაზე ნაკლებად აისახოს. ყველაფრის გადაზღვევა ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდებით ყველაფერი დავძლიოთ,” – აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები