კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით, ირანში 24 ადამიანი დააკავეს

„ასოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ირანში, კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს, ხოლო 118-მა ადამიანმა გაფრთხილება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, კიბერპოლიცია აქტიურად აკონტროლებს ვირუსთან დაკავშირებით ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი.

მსგავსი თემები