კორონავირუსზე ეჭვის გამო, აზერბაიჯანში 23 ადამიანი კარანტინში მოათავსეს

“აზერბაიჯანში 23 ადამიანი, კორონავირუსზე არსებული ეჭვის საფუძველზე, კარანტინში მოათავსეს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსა და აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სააგენტოს ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კარანტინში მოთავსებული ადამიანები ირანში იმ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.

“პირველადი შემოწმების შედეგად, ორ მათგანს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. კარანტინის ბოლომდე ექიმები დააკვირდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დელიკატურად მიუდგნენ პრობლემას და ნუ დაეყრდნობიან სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟის შესაქმნელად გავრცელებულ ინფორმაციებს.

მსგავსი თემები