კორეის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

საქართველოს მოქალაქეებისათვის, კერძოდ, უმაღლესი განათლების მქონე პირებისა და სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენლებს ამიერიდან შეეძლებათ, კორეის რესპუბლიკაში 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზებით ისარგებლონ. ასევე, შემცირდება კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზრდება.

კორეის ხელისუფლებამ ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება, კორეაში საქართველოს საელჩოს მიერ, ​კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგია.

მათივე ინფორმაციით, აქამდე, გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა.

“ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები განსაკუთრებით გაამარტივებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები