კოპენჰაგენის აეროპორტში კორონავირუსი მგზავს აღმოუჩინეს

კოპენჰაგენის აეროპორტმა ერთ-ერთი მგზავრის გამო, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა, მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, კოპენჰაგენში ჩინეთიდან, ფინეთის გავლით ჩაფრინდა. აეროპორტის წარმომადგენლებმა ტერმინალი 3 დროებით დახურეს, რომელიც მოგვიანებით გაიხსნა.

ევროპაში კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მეტი, 13 – გერმანიაში, საფრანგეთში ექვსი ადამიანია ინფიცირებული, იტალიაში კი, აღნიშნულ ვირუსზე სამი პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი თემები