„კონსტიტუციური ცვლილებები რომ არ განხორიცელდეს, არჩევნები ჩატარდება იმ მოდელის ფარგლებში, რომელიც აქამდე მოქმედებს“ – გიორგი კახიანი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა პარლამენტში პრემიერის მისვლამდე „მედიაცენტრ მთავართან“ კომენტარი გააკეთა.

კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის პროტესტის შემთხვევაშიც კონსტიტუციური ინიციატივა გავა.

„მე იმედი მაქვს, რომ იმ შემთხვევაშიც  თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი, არ დაუჭირონ საკონსტიტუციო ამ ინიციატივას, ეს მაინც გავა. ხელისუფლება არის ერთგული იმ გადაწყვეტილების და შეთანხმების, რაც საზოგადოების წინაშე დაიდო, ამას მაფიქრებინებს „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ პოზიციაც, რომლებიც აცხადებენ, რომ კონსტიტუციურ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამ ინიცატივას ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე იმედი მაქვს, რომ ისინი კენჭისყრამდე შეიცვლიან პოზიციას.“ – განაცხადა კახიანმა „მედიაცენტრ მთავართან,“ ის ასევე ე.წ პოლიტპატიმრების საკითხსაც გამოეხმაურა.

„ხელისუფლება ამაში ვერ ჩაერევა, ქვეყანაში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ,  პრეზიდენტი და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მათი გადასაწყვეტია, კონსტიტუციური ცვლილებები, რომ არ განხორიცელდეს არჩევნები ჩატარდება იმ მოდელის ფარგლებში, რომელიც აქამდე მოქმედებს,“ – განაცხადა კახიანმა „მედიაცენტრ მთავართან.“

გიორგი კახიანი ოპოზიციის ულტიმატუმსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე

Posted by მედიაცენტრი "მთავარი" on ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020

მსგავსი თემები