„კონსერვატორები“  100/50-ს მხარს დაუჭერენ თუ არა, ეს ზვიად ძიძიგურის გადასაწყვეტი არ არის“

„კონსერვატორებს“ ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას არჩევნების  100/50-ზე პრინციპით ჩატარებას. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მეტი პროპორციული ხმა უკეთესია, თუმცა, ეს ის არ არის, რასაც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ითხოვდა.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ არის დღევანდელი და გუშინდელი თემა. ამას ჯერ კიდევ 1990 წელს „მრგვალი მაგიდა,“ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ითხოვდა ე.წ. „კომუნისტური ხელისუფლებისგან“. ვერც ერთმა ხელისუფლება მოახერხა, რომ შერეული სიტემა შეცვალა გაცილებით უფრო დემოკრატიული, პროპორციული სისტემით. ნამდვილად გახარებულები ვიყავით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ტიპის პოლიტიკური ნებისყოფა იპოვა საკუთარ თავში და გადადგა ეს ნაბიჯი, დადო პირობა რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, ამ სისტემის ჩაგდებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სერიოზული უხერხულობა შექმნა და ამ ყველაფრის კომპენსაცია 100/50-ზე პრინციპი ვერ იქნება.

„პროპორციული სისტემის ჩაგდება იყო სერიოზული საფრთხის შექმნა იმ პოლიტ სტაბილურობის მიმართ, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი. დღეს, სახეზეა რომ „ქართული ოცნება“ იმყოფება უხერხულ და არაკომფორტულ სიტუაციაში. 6 თვის განმავლობაში რა განცხადებასაც აკეთებდა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ,  აღმოჩნდა, რომ ეს განცხადებები არ შესრულდა, რამაც შექმნა დისკომფორტი. რაც შეეხება 100+50, ამას ოპოზიცია დაეთანხმება თუ არა, ვერაფერს ვიტყვი. მიმაჩნია, რომ სწორი იყო ის, რასაც „ოცნება“ თავის დროზე  გვთავაზობდა“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კითხვას, „კონსერვატორები“ დაუჭერენ თუ არა 100/50-ზე პრინციპს მხარს, ძიძიგურმა ასე უპასუხა: „კონსერვატორების“ გუნდი დაეთანხმება თუ არა ეს ძიძიგურის გასაკეთებელი და გადასაწყვეტი არ არის. თუ დროზე არ მიიღეს გადაწყვეტილება, არჩევნები იმ სისტემით ჩატარდება რაც ამ წუთის მდგომარეობით გვაქვს. რაც მეტია პროპორციული ნაწილი, უკეთესია“.

მსგავსი თემები