„კონსერვატორები” საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დავუჭერთ“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას „კონსერტვატორები” მხარს დაუჭერენ.

ზვიად ძიძიგური იმ ვერსიას, რაც ამ ეტაპზე განსახილველია დადებითად აფასებს.

„ჩემთვის გაუგებარია, თუკი მაინც დომინანტი იქნებოდა პროპორციული, რატომ ჩავარდა წინა პროექტი და რისთვის უღირდა ხელისუფლებას პოლიტიკური ნეგატივების ჩაწერა, ახლა შემოტანილი პროექტს, რომელის მიხედვითაც 120 პლიუს 30 – ით დაკომპლექტდება პარლამენტი, კონსერვატორები მხარს დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უკეთესი ვერსია, ვიდრე 77 – ს პლიუს 73, ეს შემოთავაზებული პროექტი უფრო ნათლად გამოხატავს ხალხის ნებას, ვიდრე ამჟამად შემოთავაზებული ვერსია გახლავთ. კარგი ცვლილება შემოდის საკონსტიტუციო ცვლილების სახით და ამას დავუჭერთ მხარს, მიუხედავად იმის, რას ითვალისწინებს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ შეთანხმება, – “ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები