კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 1600 გვერდიანი სარჩელი შევიდა, რომლითაც კომპანია “სითი პარკი” ითხოვს, დადგინდეს, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა.
როგორც „სითი პარკის“ იურისტის, ნანუკა ავალიანი აცხადებს, კომპანია ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდას ამ ეტაპზე არ ითხოვს, რადგან ამის წინაპირობაა იმის დადგენაა, რომ ხელშეკრულება  უკანონოდ გაუწყვიტეს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს ამას, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ უნდა მიიღოს კომპენსაცია.
თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

 

მსგავსი თემები