კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია

იურიდიულ კომიტეტზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სხდომის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, სხდომა გაგრძელდა და იურიდიულმა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა, 6 კანდიდატი ჩავარდა.

მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძე, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

მსგავსი თემები