„კომიტეტის თავმჯდომარე წევრებს ლაპარაკის უფლებას არ აძლევს“ – სოფო კილაძე ეკა ბესელიაზე

საპარალემნტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოფო კილაძე მისივე თანაგუნდელის, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან კავშირში არ უნდა იყოს.

მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან უფრო სხვა მიზნები დგას.

„ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ჟურნალისტები ორი-სამი თვის წინ მეკითხებოდნენ, რატომ ხდება ამ საკითხის მოსამართლეების თემასთან დაკავშირება? ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა ვხვდები, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი ამ კომიტეტიდან. კომიტეტის თავმჯდომარე წევრებს ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა“ – აღნიშნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

აღნიშნულ განცხადებას ეკა ბესელიას კრიტიკა მოჰყვა, რასაც სოფო კილაძემაც უპასუხა. შესაბამისად, კილაძემ კომიტეტის სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები