კომბლებითა და ქამრებით შეიარაღებული რაზმები „გარყვნილების“ წინააღმდეგ პატრულირებას იწყებენ

ბიზნესმენი, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯობარე ლევან ვასაძე, ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით სრულ მობილიზაციას აცხადებს. ბიზნესმენის განცხადებით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს და დღეიდან რაზმების შექმნას იწყებს. რეგისტრაცია ხალხმა ვერის ბაღში გაიარა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს და ლგბტ თემს ქუჩაში გამოსვლის უფლება არ მისცეს. პირები, რომლებიც მის ორგანიზაციაში დარეგისტრირდებიან მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქში პატრულირებას ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული დაიწყებენ.

“გვეყოლება ათეულები, ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათ ასეულებად, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა, ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან. ეს იქნება სროლისებური შესვლები, ეს იქნება ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. პირველი ათეული შეიძლება ვერ გაანგრევს, მაგრამ მეორე დაასუსტებს და მესამე ხომ შევა, მეოთხე ხომ შევა. გარღვევისას, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაიწყოთ ჩვენი ცემა, იმიტომ რომ, თქვენ მიიღებთ პასუხს. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, არცერთ ქათამს, არცერთ თხას. ჩვენ თავს არ გაგალახინებთ. ეგ გამორიცხულია. თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას,” -განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები