კოლხეთის პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ანაკლიაში სანაპირო ზოლზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ანაკლიაში, შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. ძირითადი სამუშაოები, მდინარე “თიქორის” სანაპიროსთან, ცვანეს ტერიტორიაზე ჩატარდა.

ჭურიასთან ახლომდებარე სანაპირო ზოლი ეკოლოგიურად სუფთაა და სულ მალე იქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც იგეგმება. 

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა, მერის მოადგილეებმა, გიგა ფარულავამ და კონსტანტინე კაკავამ.

დასუფთავების აქციაში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, დავით ფარცვანია და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია.

მსგავსი თემები