კოკისპირული წვიმა ბათუმში – დატბორილია ქუჩები

კოკისპირული წვიმის შედეგად, ბათუმში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ე.წ. ჭაობის დასახლება დაიტბორა. ძლიერ წვიმას წინ უძღოდა ხანმოკლე სეტყვა.

შპს „ბათუმის წყლის“ პრესამსახურის ინფორმაციით, ყველა ქუჩაზე, სადაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა, მათი ჯგუფები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

ამ დროისთვის, ბათუმში წვიმა შესუსტებულია.

მსგავსი თემები