„კოვიდ 19“-ის ნარჩენებით აჭრელებული ქალაქი  

სამედიცინო ხელთათმანები და ნიღბები ერთადერთი დამცავი საშუალებაა, რომელიც „კოვიდ 19“-ის ვირუსისგან გვიცავს. ეს სწორედ ის ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური ნივთებია, რომელიც  გამოყენების შემდეგ განადგურებისა და ნაგავში მოხვედრის ნაცვლად ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ხვდება.

ფოტოები „მედიაცენტრმა მთავარმა“ დედაქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ უბანში გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები თითქმის ყველა ნაბიჯზეა, დაბინძურებული და ვირუსის შესაძლო მატარებელი ნიღბები თუ ხელთათმანები ყველგან ყრია.     

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები