„კოვიდ ვირუსის“ მორიგ შემოტევას ზამთარში ელოდებიან, მედიკოსები დასაცავად იმუნიზაციას გვირჩევენ

მეცნიერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ ვირუსის“ მორიგ შემოტევას ზამთარში ელოდება. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა სხვა, გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელებაც იწყება. ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს  წარმომადგენლები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების აქტიური გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.  

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ დროს, იმუნიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ჩვენი დონის ქვეყნები მორიგ შემოტევას „კოვიდ ვირუსზე“ ელოდებიან ზამთარში, მომავალი შემოდგომა ზამთრის სეზონზე. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც  სხვა რესპირაციული ვირუსების გააქტიურებაც იწყება და შესაბამისად, ამ სეზონზე, როგორც არასდროს ისე მნიშვნელოვანი იქნება გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია.  საყოველთაოდ ცნობილია. რომ ზამთარში, გრიპის ვირუსი ისევე აქტიურია როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები და თუ ჩვენ შევძლებთ ავცრათ მაღალი რისკის კატეგორია, ისინი დაცულები იქნებიან ამ რესპირაციული ვირუსების ერთ-ერთი სახეობისგან“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.   

გრიპისმაგვარი ვირუსების „კორონავირუსთან“ მსგავსებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კოვიდ 19“-ის სხვა ვირუსებისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, რადგან, ყველა ეს ვირუსი ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს.  

მსგავსი თემები