კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებულ მგზავრებს საკვები ჩაუტანეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თამაზ სუჯაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული მგზავრები მოინახულა და საკვები ჩაუტანა. თამაზ სუჯაშვილმა მათ კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობაც გააცნო.

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებთან ერთად, გზებზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს. პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე, 8 იანვარს, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყო

მსგავსი თემები