კობაური მთავარი მოწმეა, რომლის მოკვლაც უნდოდათ – მწყემსის ადვოკატი

„ლოგიკურ ჯაჭვს მოწყვეტილია ის მსჯელობა, რასაც  ბრალდების მხარე  საზოგადოებას სთავაზობს. გამოვრიცხავ, რომ იქ რაიმე ინცინდენტი მომხდარიყო კობაურთან. სადაც დანაშაული მოხდა, დაახლოებით კილომეტრ ნახევარში იყო გარდაცვლილი მამაკაცი, ასევე მეორე კილომეტრ ნახევარში იყო გარდაცვლილი ქალბატონი და ასევე მესამე კილომეტრში  მათი შვილი. ეს რამდენად შეეძლო ერთ ადამიანს გაეკეთებინა და ცხედრები გაენაწილებინა, პასუხგაუცემელი კითხვაა“ – აღნიშნა   ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის,  19 წლის მწყემსის –  მალხაზ კობაურის  ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, კობაური ტრაგედიის მთავარი მოწმეა, რომლის მოკვლასაც მკვლელობის მონაწილე პირთა ნაწილი ფიქრობდა, ნაწილი კი – არა.

კობაურის ადვოკატები კომპლექსურ ექსპერტიზას ელოდებიან, რომელმაც არსებულ საეჭვო კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ექსპერტიზა კი 31 ივლისს დაინიშნა.

„ამ საქმეზე ძალიან ბევრი პროცესუალური უზუსტობაა.  სმიტების ოჯახი მშვიდ გარემოში გადაადგილდებოდა და კომფორტულად გრძნობდა თავს. ასევე, ლაღი იყო კობაური იმ დღეს, იღებდა სურათებს, ვიდეოებს, ბუნებას და დაახლოებით რამდენიმე საათში ეს შემზარავი ფაქტი ხდება. ფოტოებით დასტურდება, რომ სამივე სმიტი არის შიშველ მდგომარეობაში. ვინ მოახდინა მათი გაშიშვლება. ასევე ტყუილია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კობაურმა გარდაცვლილი ქალის ფოტოები გაარცელა თავის მოსაწონებლად, რომ თურმე რა კარგი შეყვარებული ყავდა,“ – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატის ინფორმაციით, კობაურს პირველი კომუნიკაცია  ზაქაიძესთან,  მის უფროსთან ჰქონდა. ასევე,  კომუნიკაციაში იმყოფებოდა გამომძიებელთან, გვამების პოვნაში ეხმარებოდა.

„კობაური და გამომძიებელი არაბული მესიჯობდნენ კიდეც, რომ ადგილის ზუსტი იდენთიფიცირება მოეხდინათ. კობაური ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო, ის არის მთავარი მოწმე. ზოგს უნდოდა, რომ ის მოელათ ზოგს კი ცოცხლად დატოვება. როგორც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, საუბარია  7 ადამიანზე, მაგრამ, მთავარი რაოდენობა კი არა, ის არის,  როგორ შეეძლო კობაურს მიცვალებულები გადაეადგილებინა ასეთ მდგომარეობაში“,- აღნიშნა ადვოკატმა „მთავარში“.

მსგავსი თემები