“კოალა შესაძლოა, გადაშენების პირას მყოფი სახეობა გახდეს” – ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ავსტრალიაში გაჩენილი ხანძრისას  დაღუპული კოალების შედეგად, ის შესაძლოა გადაშენების პირას მყოფი სახეობა გახდეს.

როგორც ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მსოფლიოს ყურადღება კოალებზეა მიმართული, თუმცა, შესაძლოა სხვა სახეობები, ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მისი თქმით, კოალას, როგორც სახეობის სტატუსი გაიზრდება.

“ყველაზე მძიმედ, რომელ ცხოველზეც იმოქმედა ხანძარმა, ესაა კოალა. მსოფლიოს  ყურადღება, სწორედ კოალასკენაა მიმართული, თუმცა, იქ სხვა სახეობებიც არიან, რომლებიც იმდენად პოპულარულები და საყვარლები არ არიან, როგორც კოალა. შესაბამისად, ყურადღება მათ მიმართ ბევრად ნაკლებია. შესაძლოა, ისინი ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყვენენ. სიდნეის უნივერსიტეტის ინფორმაციით, განადგურდა კოალას პოპულაციის 30%. ეს, ძალიან დიდი რიცხვია. კოალა ფასდებოდა როგორც მოწყვლადი პოპულაცია. ასეთი მასიური კატასტროფის შემდეგ, უფრო აიწევს მათი სტატუსი. ამ შემთხვევაში, ეს სულაც არაა დადებითი მოვლენა. პირიქით, სტატუსი რაც უფრო დაბალია, მით უფრო უკეთესია ცხოველის მდგომარეობა. თუ იყო მოწყვლადი, ახლა შეიძლება გახდეს გადაშენების პირას მყოფი სახეობა. საბედნიეროდ, კოალას პოპულაცია ფრაგმენტირებული არ იყო და პოპულაციებს ერთმანეთთან ჰქონდათ კავშირები, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ გადარჩენას,“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები