კლინიკები მომხდარ უბედურებას კომერციულად იყენებენ და სისხლის ბანკს უფასოდ ივსებენ

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობისგან სისხლს ითხოვს.

ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა დაშავებულებს სისხლის მინიმალური, მხოლოდ ერთი ერთეული რაოდენობა დასჭირდათ და სისხლის ბანკში სისხლის პრობლემა არ არსებობს. მინისტრი დავით სერგეენკო მკაცრ შეფასებებს თავს არიდებს, თუმცა, აცხადებს, რომ მომხდარი უბედურების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების შეფასება მის შესაძლებლობებს სცილდება.

„აფეტქების შემდეგ კნიკნიკებში 8 პაციენტი მოთავსდა. იაშვილის კლინიკაში იყო 7 დაშავაბული ბავშვი. მათი მკურნალონისთვის მხოლოდ ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი დაიხარჯა, რაც ძალიან ცოტაა და ამაზე ნაკლები მოცულობის სიხლის პროდუქტი არ არსებობს. სისხლი შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. ამას გარდა, მათ თავისი მარაგიც გააჩნიათ. რაც შეეხება მოწოდებას და მოსახლეობისგან სისხლის შევსების მოთხოვნას, თავს შევიკავებ შეფასებისგან, რადგანაც, „საჯარო მოხელის კდექსი“ არ მაძლევს ამის უფლებას, მაგრამ, როდესაც ვიღაც ამ უბედურ შემთხვევას თავისი მარკეტინგისთვის იყენებს, რომ მოიზიდოს უფასო დონორები, რომ დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც შემდეგ კომერციულად გაყიდის, შეფასებას საზოგადოებაა მივანდობ. მსგავსი ქმედების შეფასების უნარი ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. არ ვიცი ამას რა დავარქვა“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ სისხლის საჭიროების მოთხოვნაზე განცხადება გაკეთდა, რასაც უამრავი მოქალაქე უანგაროდ გამოეხმაურა და სისხლის განკი უანგაროდ შეავსეს.

მსგავსი თემები