კლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა სოციალური დისტანცირებისა და საგანგებო მდგომარების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც საპატრულო ეკიპაჟთან დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა.

ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

მსგავსი თემები