კლასიკური ავტომობილებით რბოლა საქართველოს მასშტაბით დაიწყო

თბილისში დღეს, 27 მაისს, სტარტი აიღო რბოლამ კლასიკური ავტომობილებით. რბოლა დაიწყო თბილისიდან და მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით 900 კილომეტრს გაივლიან. ავტორბოლაში 15-მდე საკოლექციო ავტომობილი მონაწილეობს.
რბოლაში მონაწილეობისთვის პილოტები ინგლისიდან და ამერიკიდან ჩამოვიდნენ.  

​თბილისის მერი კახა კალაძის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის, რადგან ეს რბოლა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და მის დედაქალაქს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.
​კახა კალაძე რბოლის მონაწილეებს მშვიდობიან გზას უსურვებს და აცხადებს, რომ უცხოელი მონაწილეები ბევრ საინტერესო, ღირსშესანიშნავ ადგილს მოინახულებენ და დიდ სიამოვნებას მიიღებენ 

ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. რბოლა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.

27 მაისს რბოლას შეუერთდა ამერიკელი NASCAR მრბოლელი ჯენ კობი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული.

მსგავსი თემები