კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამდე დაგეგმილი ფილმები მოიხსნა

კავეას კინო-თეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ 6 კინო-თეატრში, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამდე დაგეგმილი ფილმები მოიხსნა. მათი თქმით, სეანსების შეწყვეტის მიზეზი, მაყურებელთა უსაფრთხოებაა.

„კავეას კინოთეატრების ქსელში კინო ჩვენებები დაგეგმილი რეპერტუარით იქნება. მოიხნა მხოლოდ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინა სეანსი, რათა კინოთეატრების ქსელში უსაფრთხოების სამსახურის მობილიზება მოხდეს, რომ მათ მაყურებლის უსაფრთხოების დაცვა უკეთ უზრუნველყონ და მაყურებლის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად გარანტირებული“, – განაცხადეს  კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კავეას 6 კინო-თეატრში, სამი დღის განმავლობაში, ლევან აკინის ფილმის სეანსებზე, დაცვის სამსახური იქნება მობილიზებული.  ინვენტარის ან სხვა ნივთების დაზიანების შემთხვევაში კავეას ქსელი საპატრულო პოლიციას მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება. ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ფილმის კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგია და სეანსების ჩაშლას გეგმავს.

მსგავსი თემები