კინოთეატრის ტერიტორია კინოლოგებმა გაწვრთნილი ძაღლებით შეამოწმეს

კინოთეატრ ამირანთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია გამოყენებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური ისე საპატრულო პოლიცია. ადგილზე მრავლადაა  „ყვითელი ავტობუსები“, მივიდნენ კინოლოგებიც, რომლებმაც კინოთეატრში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მიიყვანეს და ტერიტორია შეამოწმეს.

კინოთეატრის შესასვლელთან განთავსებულია სპეციალური მეტალო დეტექტორები, სადაც, კინოთეატრში შემსვლელი ყველა ადამიანი შემოწმდება.       

მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან ის ჯგუფები, რომლებიც „გეი წყვილის სიყვარულის“ ისტორიის ამსახველი ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

მსგავსი თემები