კიევ-პეჩერის ლავრაში კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა.

გავრცელებულ განცხადებაში ბერის გარდაცვალების მიზეზი დასახელებული არ არის.

მანამდე კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, 73 წლის სასულიერო პირს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასატრო კომპლექსში 63 სასულიერო პირია ინფიცირებული. ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.

მსგავსი თემები