“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება სრულად შეასრულონ” – მამუკა მდინარაძე

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება სრულად შეასრულონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების დღევანდელი განცხადება მისასალმებელია.

„8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, ამის ვალდებულება ყველა მხარეს აქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, რომელი პირობაც რეალურად არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი,  ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ეს ყველაფერი და არა რაღაცები მოვიგონოთ მათსავით, იქ ვნახავთ, რომ შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ეს არის ამ შეთანხმების დასტური და შეთანხმების შესრულების დასტური. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, თუ მოვუწოდებთ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას, რომ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას საბოლოოდ და მის აღსრულებაშიც მიიღონ მონაწილეობა, ეს ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები