„კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები“ –  დავით ჭიჭინაძე

„ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“  შესაძლოა ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი  თავისუფლება მიეცეს, მაგრამ როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული. ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი“ – აღნიშნული განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

 მისი თქმით, პარლამენტიდან გასაშვები კიდევ ბევრია: „ხოლო  რადგან ბევრნი არიან და მეშინია  ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ  „კოლექტიურ ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები. მოკლედ,  ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობის და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია.“

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა მანდატი დატოვა. მის საკითხს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას უყრიან კენჭს.  

მსგავსი თემები