„კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცველი“ – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება. გახარიას ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

„დავამთავრეთ ამაზე საუბარი. ბევრად უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებით ვართ მოსული აქ, ვიდრე ამ თემით სპეკულირებაა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცვლელი. ეს არის გლობალური გამოწვევა.

ამ გლობალურ გამოწვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ.

ამიტომ წყნარდ, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება. იმხელა რაღაც გაკეთდა საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, ღონისძიებით და გამოძიებით…დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

მსგავსი თემები